პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრა თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
2020 წლის 7 აგვისტოს თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „კახეთის მხარის ნაჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) წარმომადგენლები, რომლებიც შედიან კახეთის მხარის ნერჩენების მართვის რეგიონულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფებში. სულ 16 ადამიანი.
შეხვედრაზე განიხილეს კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმასთან დაკავშირებული თემატიკა, კახეთში მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხები და გეგმის შემუშავების საკანონმდებლო მოთხოვნები.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზნებია: გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში 2023 წლისთვის.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარისათვის., ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.