მტკვრის დაცვის დღე უკვე ორი ათეული წელია აღინიშნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის და სოფლის მეურნეობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
სამწუხაროდ ჩვენი მდინარე ბინძურდება როგორც საყოფაცხოვრებო კომუნალური წყლებით, ასევე ნარჩენებით. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ჩვენი პასუხისმგებლობა მტკვრის დაცვაში.