ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას და რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში ჩატარდა, დასრულდა.
ესსეების კონკურსში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. კონკურსი დაიწყო 2020 წლის 12 დეკემბერს და ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 10 თებერვალი. საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო სამი თემატიკა:
1. ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარების მიზნები (SDG)
2. კლიმატის ცვლილება
3. სტიქიური ნაგავსაყრელები და გარემოს დაბინძურება
კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა სტუდენტების მიერ კონკურსში წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები თითოეული საკონკურსო თემატიკიდან.
I საპრიზო ადგილზე 3 გამარჯვებული
1. ელეონორა ჭანია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ანანო ფეიქრიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
3. საბა იობაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
II საპრიზო ადგილზეც 3 გამარჯვებული
1. გოჩიტიძე ნინო – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
2. გვანცა ძიძიგური – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. მიხეილ სერებრიაკოვი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.