პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
2016 წლის 30 მაისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ქ. ფოთისა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში, მარტვილის, აბაშის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, მესტიის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: გუბერნატორის ადმინისტრაციის, აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების, გამგეობებისა და საკრებულოების, ა(ა)იპ-ის, შ.პ.ს-ის, მედიის და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.