2019 წლის 1 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამწვანების აქცია ჩატარდა. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობიდან“ შეისყიდა 80 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი.
ეს ნერგები დაირგო ქ. კასპის N1 საჯარო სკოლის და N5 საბავშვო ბაღის ეზოში, ასევე სოფლების დოესის, სასირეთის, ქვემო …გომის, ლამისყანის და წინარეხის საბავშვო ბაღების და სპორტული მოდენების ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელობა, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები სულ 150 ადამიანი.
პროექტის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზანია 2023 წლისთვის 16 ჰა გაწმენდილ ტერიტორიაზე დაირგას ხისა და ბუჩქნარის ადგილობრივი სახეობების 16000 ნერგი.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.