პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ესეების I და II კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება
2021 წლის 23 აპრილს, თბილისში, „მზიური“-ს პარკში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“, მის პარტნიორ ორგანიზაციასთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთად, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გამართა ესეების I და II კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების და კონკურსის „ეკოგმირის“ დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აკად. სოლომონ პავლიაშვილი, მისი აღმატებულება ბ-ნი ულრიკ თიდესტრომი – შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ბ-ნი ერიკ ილესი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ელჩის მოადგილე და შვედეთის საელჩოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი – ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი; ასევე სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელი დ-რი მარიამ ქიმერიძე და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს დირექტორი ქ-ნი ელენე ლოლაძე. მათ გამარჯვებულებს გადასცეს სამახსოვრო სიგელები და ფულადი ჯილდო 500 (I საპრიზო ადგილი) და 400 (II საპრიზო ადგილი) ლარის ოდენობით.
ესეების კონკურსი მიზნად ისახავდა, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას. კონკურსში მონაწილეობდნენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები, თითოეული საკონკურსო თემატიკიდან.
I კონკურსის გამარჯვებულები არიან:
თემა: სამედიცინო ნარჩენები და პანდემია
ანანო ფეიქრიშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. ესეი „პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“
თემა: ბიომრავალფეროვნება
გიორგი ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ესეი „ინვაზიური სახეობების გავლენა ეკოსისტემაზე“
თემა: ნარჩენების მართვა
საბა იობაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ესეი „ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა“
ესეების მეორე კონკურსში ასევე წარმოდგენილი იყო სამი თემატიკა:
პირველ საპრიზო ადგილზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული:
თემა: ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარების მიზნები (SDG)
ელეონორა ჭანია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესეი – „მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პირდაპირ არაა დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების დაცვასთან და მათი მიღწევით მიღებული სარგებელი“
თემა: კლიმატის ცვლილება
ანანო ფეიქრიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ესეი „კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით“
თემა: სტიქიური ნაგავსაყრელები და გარემოს დაბინძურება
საბა იობაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესეი „სტიქიური ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობა“
მეორე საპრიზო ადგილზეც 3 გამარჯვებული
თემა: კლიმატის ცვლილება
ნინო გოჩიტიძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. ესეი „კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით“
თემა: სტიქიური ნაგავსაყრელები და გარემოს დაბინძურება
გვანცა ძიძიგური – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესეი „სტიქიური ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობა“
მიხეილ სერებრიაკოვი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ესეი „სტიქიური ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობა“
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.