პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები თიანეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში
2017 წლის 13 და 19 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები თიანეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები.
შეხვედრები ჩატარდა თემაზე: „ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა“, აგრეთვე განხილული იქნა სბმკ „ორქისის“ მიერ არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები. შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.