პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შიდა ქართლის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის – გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმართაობა – მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის კონტეინერებითა და ნაგავმზიდებით;
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები, სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა ;
სამშენებლო ნარჩენების მართვის პრობლემა;
რეგიონში გამავალ ცენტრალურ საგზაო მაგისტრალის მიმდებარედ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
ბიოლოგიური მასით, ნაკელით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
ნარჩენების სეპარაციის აუცილებლობა და ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;
სანქციებთან დაკავშირებით (ჯარიმები) კანონაღსრულების პრობლემები;
ინფორმაციის ნაკლებობა მოქმედი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელების მდგომარეობის შესახებ (გორისა და ხაშურის არსებული ნაგავსაყრელები);
საყოფაცხოვრებო სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემა;
ინფორმაციის ნაკლებობა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ;
ნარჩენების მართვის სფეროში ინფორმაციის მიმოცვლის გაუმჯობესების აუცილებლობა ადგილობრივ და ცენტრალურ უწყებებს შორის;
ინფორმაციის ნაკლებობა დონორი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ნარჩენების მართვის სფეროში მოღვაწეობენ;
მოსახლეობის ფართო მასების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა, ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო მასალის (ლიფლეტები, ბუკლეტები, ბანერები) მოსახლეობისათვის , სკოლებისათვის მიწოდების საჭიროება. სკოლის მოსწავლეებისათვის თემატური გაკვეთილების ჩატარების აუცილებლობა.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.