პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით. 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება).
შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი:
საზოგადოების მობილიზება კამპანია “დაასუფთავე მსოფლიო”-ს განსახორციელებლად და გლობალურ გარემოსდაცვით რუკაზე საქართველოს განსათავსებლად;
საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება – ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, 3R სისტემების, უახლესი მეთოდოლოგიის, სხვა ქვეყნების გამოცდილების, ახალი უნარ-ჩვევებისა და ნარჩენების შემცირების გზების შესახებ. აგრეთვე ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად.