პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით. 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება)
პროექტის აღწერა
შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი:
საზოგადოების მობილიზება კამპანია “დაასუფთავე მსოფლიო”-ს განსახორციელებლად და გლობალურ გარემოსდაცვით რუკაზე საქართველოს განსათავსებლად;
საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება – ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, 3R სისტემების, უახლესი მეთოდოლოგიის, სხვა ქვეყნების გამოცდილების, ახალი უნარ-ჩვევებისა და ნარჩენების შემცირების გზების შესახებ. აგრეთვე ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად.
მოსალოდნელი შედეგები
– დაბინძურებული ტერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა; – ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში; – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; – მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ; – 112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში; – მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში; – “დაასუფთავე მსოფლიო” კამპანიის დაწყება; – მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება; – ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას; – ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები; – საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი; – მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს; – ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ; – ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას; – ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.