საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
2021 წლის 29 ივნისს გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-06-18
2021 წლის 29 ივნისს გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია, ამჯერად ფინანსური სექტორისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში. კონფერენცია ტარდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]
17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-06-17
ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. საქართველოში კი 1999 წლიდან – გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციასთან მიერთების შემდეგ აღინიშნება. დღეისათვის გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და საფრთხეს მრავალ ადამიანს უქმნის. სულ უფრო მზარდია ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეული ზარალი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გაუდაბნოება ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, მრავალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის […]
5 ივნისი – გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-06-05
ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, რაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საჭიროება და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა, გარემოს დასაცავად – ადამიანისვე საკეთილდღეოდ. ყოველწლიურად მსოფლიო ირჩევს წლის გზავნილს და თემას, რომლის გარშემოც 5 ივნისს ერთიანდება. 2021 წელს ეს გახდა – ბიომრავალფეროვნება, რაც ბუნებრივია, სულ უფრო მზარდი საფრთხეებისა და მისდამი […]
2021 წლის 2 ივლის თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკის სემინარი
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-06-02
2021 წლის 2 ივლის თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკის სემინარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებისათვის, რომლებიც გაეცნობიან ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციასა და მიდგომებს. ამას გარდა, მათთან ერთად განხილული იქნება საქართველოში ცირკულარობის დანერგვის შესაძლებლობა და შესაბამისი გამოწვევები. სემინარი ორგანიზებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პატრონაჟით. მისი მიზანია […]
მტკვრის დაცვის დღე
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-06-02
მტკვრის დაცვის დღე უკვე ორი ათეული წელია აღინიშნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის და სოფლის მეურნეობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ ჩვენი მდინარე ბინძურდება როგორც საყოფაცხოვრებო კომუნალური წყლებით, ასევე ნარჩენებით. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ჩვენი პასუხისმგებლობა მტკვრის დაცვაში.
დღეს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს აღნიშნავს
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-05-22
წარსულში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანს თავისი გამოგონებებით შეუძლია უსასრულოდ გაზარდოს წარმოების მოცულობა, შექმნას საერთო კეთილდღეობა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ბიოსფეროზე. დღეს ყველა ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია, შესაბამისად შეზღუდულია ეკონომიკაც. ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა, საჭიროა, როგორც ბუნების, ადამიანისა და გარემოს გადარჩენისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. უფრო და უფრო სწრაფად იშლება ეკოსისტემური […]
ესსეების მე-3 კონკურსი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე, დაიწყო!
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-05-20
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასოცირების შეთანხმება“, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 […]
8 მაისი – გადამფრენი ფრინველების დაცვის მსოფლიო დღე
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-05-08
გადამფრენი ფრინველების დაცვის მსოფლიო დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – ოქტომბერსა და მაისში, რადგან ამ თვეებს ემთხვევა ფრინველთა სეზონური მიგრაცია. გადამფრენი ფრინველების დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, მათი დაცვის აუცილებლობაზე ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ამ ფრინველებს მრავალი საფრთხე ემუქრება. მიგრაციისას ფრინველებს მრავალი წინაღობის გადალახვა უწევთ და ყოველწლიურად საკმაოდ დიდ მანძილს ფარავენ. ინფრასტრუქტურის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის […]
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ესეების I და II კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-05-04
2021 წლის 23 აპრილს, თბილისში, „მზიური“-ს პარკში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“, მის პარტნიორ ორგანიზაციასთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთად, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გამართა ესეების I და II კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების და კონკურსის „ეკოგმირის“ დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აკად. სოლომონ პავლიაშვილი, მისი […]
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – კომპონენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2021-05-01
2021 წლის 23 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის ონლაინ სასტარტო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აკად. სოლომონ პავლიაშვილი, მისი აღმატებულება ბ-ნი ულრიკ თიდესტრომი – შვედეთის […]