საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-04-07
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა. ფიჭვის, ტუიას, კიპაროსის, ნეკერჩხლის ნერგები კასპის #4, #5 საბავშვო ბაღებს, სოფელ ხოვლეს და ქვემო გომის საჯარო სკოლებს გადაეცათ. აქციას შეუერთდა კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ლორაქსი”- და სოფელ […]
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-04-01
2022 წლის 1 მარტს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია თემაზე „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და […]
წყლის რესურსების საერთაშორისო დღე 22 მარტი 2022
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-03-22
შვედეთის დაფინანსებით, წყლის რესურსების დაცვაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს რომლებიც პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები აღრიცხავენ, ასუფთავებენ და ბიორემედიაციას უტარებენ უკანონო ნაგავსაყრელებს, რომლებიც ხშირად მდინარეთა ნაპირებზე და ჭალებში მდებარეობს. ეს საქმიანობა ხელს უწყობს წყლის ეკოსისტემების დაბინძურების შემცირებას, გაჯანსაღებას და მათი […]
ტყის საერთაშორისო დღე 21 მარტი 2022
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-03-21
შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში სბმკ „ორქისის“ მიერ ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების […]
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მესამე პლენარული შეხვედრა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-02-28
2022 წლის 4 მარტს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მესამე პლენარული შეხვედრა, რომლის ამოცანაა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი) ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების სამუშაო ჯგუფის შეკრება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარე აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მესამე პლენარული შეხვედრის მიზანია 2021 წლის 12 […]
განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-02-23
2022 წლის 1 მარტს თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-6 კონფერენცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარობაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში. ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ხუთი კონფერენციის შემდეგ, რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და პარლამენტის, ბიზნესისა და საფინანსო სფეროების წარმომადგენლებისათვის […]
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-02-02
მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წლის 2 თებერვალს აღინიშნა. მას შემდეგ მსოფლიო საზოგადოება წლის ამ დღეს ჭაობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირბოროტო თემატიკის ირგვლივ ერთიანდება. 2022 წლის კამპანია არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების გაქრობისაგან დაცვისა და ჩვენს მიერ დეგრადირებული ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებისაკენ, კერძოდ კი ამ მიმართულებით ფინანსური, ადამიანური და პოლიტიკური კაპიტალის ინვესტირებისაკენ მოგვიწოდებს. ჭარბტენიანი […]
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტი
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-01-29
შეხვედრა ქ. ბათუმის მერიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის 26 იანვარს ქალაქ ბათუმის მერიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრები რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ […]
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტი – აჭარა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-01-28
შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და ნავთობტერმინალში 2022 წლის 27 იანვარს, ქ. ბათუმში გაიმართა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში – ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, და ბათუმის ნავთობ-ტერმინალში რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური […]
შეხვედრა თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2022-01-28
2022 წლის 26 იანვარს თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „კახეთის მხარის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“, რომელიც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ იყო ორგანიზებული შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) წარმომადგენლები, რომლებიც […]