საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-09-17
2020 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია თემაზე – ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და […]
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-08-26
დ-რი დარიუშ პრასეკი იქნება მთავარი მომხსენებელი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ ორგანიზებულ ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენციაზე – ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში, რომელიც გაიმართება 2020 წლის 7 სექტემბერს. დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 […]
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრა თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-08-23
2020 წლის 7 აგვისტოს თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „კახეთის მხარის ნაჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) წარმომადგენლები, რომლებიც შედიან კახეთის მხარის ნერჩენების მართვის რეგიონულ […]
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრები ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-08-07
2020 წლის 22, 23 და 24 ივლისს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, ჩატარდა შეხვედრები თემებზე: 1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლება არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით 2. საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა გარემოზე და […]
ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-08-07
2020 წლის 22 და 23 ივლისს, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ქ. ახალციხეში ორ ლოკაციაზე ( პოლიკლინიკის და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე) და ქ. ასპინძაში ერთ ლოკაციაზე ( ხიდის მიმდებარე ტერიტორია), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ ინიციატივით, ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქციები, რომელშიც მონაწილობდნენ ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობისა და […]
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე ბიომრავალფეროვნება
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-07-06
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე ბიომრავალფეროვნება, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აგვისტო, 18.00 საათი და […]
17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-06-17
ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. საქართველოში კი 1999 წლიდან – გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციასთან მიერთების შემდეგ აღინიშნება. დღეისათვის გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და საფრთხეს მრავალ ადამიანს უქმნის. სულ უფრო მზარდია ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეული ზარალი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გაუდაბნოება ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, მრავალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის […]
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა (World Environment Day – WED)
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-06-05
ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, რაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საჭიროება და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა, გარემოს დასაცავად – ადამიანისვე საკეთილდღეოდ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საფუძველი 1972 წელს, სტოკჰოლმში, ადამიანის საარსებო გარემოსადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩაეყარა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, კონფერენციის პირველსავე დღეს, ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების […]
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-05-22
დღეს არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და მის განუზომელ როლს კაცობრიობის გადარჩენის, ადამიანთა კეთილდღეობის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისა, თუ ქვეყნების განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა სულ უფრო მზარდი ტემპით ხდება ბიომრავალფეროვნების კარგვა, ეკოსისტეუმური სერვისების მოშლა, სხვა მრავალი უარყოფითი პროცესის განვითარება, როგორიცაა თუნდაც კლიმატის გლობალური ცვლილება. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული […]
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენცია
- magda
- კომენტარები ჯერ არ არის
- 2020-05-16
2020 წლის 10 მარტს ქ. თბილისში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენცია თემაზე-ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები: საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა […]