გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
2023 წლის 24 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები თემებზე: „გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობა“, „ნარჩენების მდგრადი მართვა – გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ და „ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტები.
შეხვედრამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმერთა თემატური დისკუსიები და დაისახა სბმკ „ორქისთან“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გარემოსდაცვით და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზანია, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისათვის საქართველოში, მდგრადი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მეშვეობით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სბმკ „ორქისის“ მიერ, დაგეგმილია სახელმწიფო უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვა და ტრენინგების ჩატარება გარემოს დაბიძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებზე; ნარჩენების მართვასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ; ასევე, ბიომრავალფეროვნებასა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის საკითხებზე.
სბმკ „ორქისი“-ს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ეფექტური ინსტრუმენტია. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ზოგადად მოსახლეობის და მათ შორის უნივერსიტეტების სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილება, ასევე ნარჩენების სწორი მართვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხარდაჭერით.