პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრა მოსწავლეებთან თბილისის ს.ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლაში
2019 წლის 16 დეკემბერს სსიპ თბილისის ს.ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკილაში, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ექსპერტმა ნონა ხელაიამ, მოსწავლეებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე „ბიომრავალფეროვნება – მნიშვნელობა საფრთხეები, აღდგენისა და ცნობიერების ამაღლების ქმედებები“. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლის მე-8-ე და მე-9-ე კლასის მოსწავლეები და სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტები სულ 42 ადამიანი.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზანია, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისათვის საქართველოში, მდგრადი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მეშვეობით; კერძოდ, გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბიო-აღდგენის საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება, მათ შორის 16 ჰა დასუფთავებულ ტერიტორიაზე ხისა და ბუჩქების ადგილობრივი სახეობების (16 000 ნერგი) ნერგების დარგვა საქართველოს სემიარიდულ რეგიონებში, რაც ქვეყნის ამ რეგიონებში გაუდაბნოების პროცესის შემცირებას შეუწყობს ხელს.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.