პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრა მოსწავლეებთან ქარელის №2 საჯარო სკოლაში
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში, რომლის მიზანია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში, 2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ექსპერტმა ნონა ხელაიამ, შიდა ქართლის მხარეში, ქ. ქარელის მე-2-ე საჯარო სკოლაში გამართა პრეზენტაცია თემაზე: „ბიომრავალფეროვნება – მნიშვნელობა საფრთხეები, აღდგენისა და ცნობიერების ამაღლების ქმედებები“. შეხვედრას ესწრებოდნენ I და II საჯარო სკოლების და გიმნაზიის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, პედაგოგები და სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტები სულ 35 ადამიანი.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზანია, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისათვის საქართველოში, მდგრადი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მეშვეობით; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბიო-აღდგენის საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება, მათ შორის 16 ჰა დასუფთავებულ ტერიტორიაზე ხისა და ბუჩქების ადგილობრივი სახეობების (16 000 ნერგი) ნერგების დარგვა საქართველოს სემიარიდულ რეგიონებში, რაც ქვეყნის ამ რეგიონებში გაუდაბნოების პროცესის შემცირებას შეუწყობს ხელს.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.