ესსეების მე-3 კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას და რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში ჩატარდა, დასრულდა.
ესსეების კონკურსში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. კონკურსი დაიწყო 2021 წლის 22 მაისს და ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 30 აგვისტო. საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო სამი თემატიკა:
1. ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასოცირების შეთანხმება
2. საქართველო-მდგრადი განვითარების მიზნები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ნარჩენების მართვის სფეროში
3. შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების გავლენა და შესაბამისი პროცესების მართვის ამოცანები ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (აჭარის მაგალითზე).
კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა სტუდენტების მიერ კონკურსში წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები თითოეული საკონკურსო თემატიკიდან.
I საპრიზო ადგილზე 3 გამარჯვებული
ანანო ფეიქრიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
თამარ ვარდიაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მიხეილ სერებრიაკოვი – საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი
II საპრიზო ადგილზეც 3 გამარჯვებული
მარიამ მაჭარაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი.
ნინო გოგსაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მარიამ კახიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.