პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – ესსეების მე-3 კონკურსი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე, გრძელდება!
ესსეების მე-3 კონკურსი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე, გრძელდება!
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აგვისტო, 18.00 საათი. ესეი უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II) თითოეულ თემაზე, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
კონკურსის თემებია:
1. ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასოცირების შეთანხმება
ესსეების სათაურებია:
„ასოცირების შეთანხმების როლი და მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით“
ან
„ასოცირების შეთანხმების აღსრულების მიზნით ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების პრიორიტეტული მიმართულებების და ქმედებების იდენტიფიკაცია 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში ასასახად“
2. საქართველო-მდგრადი განვითარების მიზნები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ნარჩენების მართვის სფეროში
ესსეების სათაურებია:
„მდგრადი განვითარების მიზნები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ნარჩენების მართვის სფეროში“
ან
„რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, მომავალი რომელიც გვსურს“
3. შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების გავლენა და შესაბამისი პროცესების მართვის ამოცანები ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (აჭარის მაგალითზე).
ესსეების სათაურებია:
„არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების როლი შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურების პროცესში (აჭარის მაგალითზე)“
ან
„რა გზებით შეიძლება მოხვდეს ესა თუ ის დამაბინძურებელი კომპონენტი არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე და რამდენად შეიძლება ისინი აღმოჩდნენ საშიშნი ადამიანების ჯამრთელობასთან მიმართებაში“
თითოეული თემის კონტექსტი და ესეის ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე და თანდართულ დოკუმენტებში.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი და კურსი. ნაშრომის გადმოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ჩვენგან ესეის მიღების დადასტურების შეტყობინებას.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.