2021 წლის 29 ივნისს გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია
2021 წლის 29 ივნისს გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია, ამჯერად ფინანსური სექტორისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იქნება დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი.