„ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო უნივერსიტეტებისთვის“
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ აქვს პატივი წარმოგიდგინოთ „ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო უნივერსიტეტებისთვის“.
სახელმძღვანელოს ავტორია დოქტორი დარიუშ ედვარდ პრასეკი, საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, რათა მათ ცირკულარული ეკონომიკის შესახებ საწყისი ინფორმაცია მიეწოდოთ, მათი ცოდნის დონე და კვალიფიკაცია გაიზარდოს, რაც სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში, რომლითაც ისინი მომავალში დაკავდებიან, ცირკულარობის პრინციპების დასანერგადაა საჭირო. ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი წარმატებული დარგობრივი და ეროვნული პოლიტიკის ღონისძიებების პრაქტიკული მაგალითები და ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე უახლესი ინფორმაციის წყაროების მითითება მას საგანმანათლებლო პროცესისათვის ღირებულს ხდის.
სახელმძღვანელოში წრფივი ეკონომიკური მოდელიდან ცირკულარულზე გადასვლის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და სხვადასხვა დარგობრივი მაგალითებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვალიფიკაციას და პირობებს, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსებისათვის, წინაღობების მოსახსნელად და ცირკულარობის პოტენციალის მქონე ძირითადი სფეროების გამოსავლენადაა საჭირო.
სახელმძღვანელო მომზადდა ცირკულარული ეკონომიკის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. ეს პროგრამა საქართველოსათვის ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლის საფუძველს ქმნის. ამას გარდა, მას არსებითი წვლილი შეაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში.