პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) რეგიონის ზოგი მუნიციპალიტეტის (ლენტეხი) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ არის გარემოს დაცვის / დაბინძურების მაკონტროლებელი სამსახური მაგალითად, ზედამხედველობის, რაც ქმნის კანონაღსრულების პრობლემებს;
2) ისტორიული სამრეწველო დაბინძურების კერების არსებობა (დარიშხანის შემცველი საწარმო ნარჩენები) და გარემოს (მდინარე ცხენისწყალი) დაბინძურების პრობლემები;
3) ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სექტორში დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
4) ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. კერძოდ რა იქნება იმერეთის რეგიონულ ნაგავსაყრელზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების განთვსების ხარჯ-ეფექტური გადაწყვეტილება;
5) მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობა პროექტების შემუშავებასა და მართვაში;
6) ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების (მაგალითად, პლასტიკის, ქაღალდის მინის გადამამუშავებელი) საკონტაქტო ინფორმაციის ნაკლებობა;
7) ტურისტებისათვის ისევე, როგორც მოსახლეობისათვის ნარჩენების განთავსების (კონტეინერების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
8) სამშენებლო ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემები;
9) მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სერვისის ტარიფის დაანგარიშების ეფექტიანი მეთოდოლოგიის არქონის პრობლემა, სერვისის მიწოდების პრობლემა და გადასახადის გადახდისუნარიანობის დაბალი დონე სოფლებში;
10) სურსათის უვნებლობისა (მაღაზიებში არსებული პროდუქტის ხარისხის) და ცხოველური ნარჩენების (ხორცი, საქონლის ნარჩენების) განთავსების პრობლემები;
11) მუნიციპალიტეტებში სეპარციის სისტემის არქონასთან დაკავშირებული პრობლემები (ნარჩენების ღია წვის შემთხვევები მოსახლეობის მიერ, ადმინისტრაციულ ცენტრში საქონლის გადაადგილებისა და გარემოს დაბინძურების პრობლემები);
12) კომუნიკაციის ნაკლებობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისფლებასა და მოსახლეობას შორის ნარჩენების მართვის საკითხებზე;
13) ნარჩენების მართვის საკითხებში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების არასაკმარისი დონე. მათი ჩართულობის და ინფორმირებულობის აუცილებლობა;
14) საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის დროს (ზაფხულში).
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.