პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “(IIIფაზა) ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) – ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა 120 ძირი ჰიმალაის კედარი და 9 ნოემბერს განახორციელა გამწვანების აქცია ქარელის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა ქალაქის პარკში. აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე, გამგეობის სხვა წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს გადაეცათ ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნები – „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“- ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.