პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
2016 წლის 12 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სამების, კუშის, ოზნის, ბედიანის, აშკალის, კაბურის, განთიადის, თრიალეთის, გუმბათის, არწივანის, ბარეთის, რეხის, კიზილ-კილისის, ბეშთაშენის, ტბეთის, დარაკოვის ადმინისტრაციული ერთეულების, გამგეობის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო (III ფაზა)”- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.