პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“(IIIფაზა) ინფორმაცია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
2016 წლის 17 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: იმერეთის რეგიონის გუბერნატორი, მისი მოადგილე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, შვედეთის საელჩოს, აღნიშნული მერიის ადმინისტრაციული ერთეულების, სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ. განხილული იქნა, აგრეთვე, შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო (III ფაზა)”- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.