პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
2015 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.