პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქ. ამბროლაურის მერიის, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.