პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
ნოემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრები ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.