პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) – ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების 450 ძირი ნერგი, მათ შორის: ელდარის ფიჭვი, ჰიმალაის კედარი, კვიპაროსი, ნუში და 23 ოქტომბერს განახორციელა გამწვანების აქცია კასპის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა ქალაქის სკვერებში, N3 საშუალო სკოლის ეზოში, ეკლესიებთან. ნუშის ნერგების გარკვეული ნაწილი გადაეცათ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახსაც. აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები. აქციის მონაწილეებს გადაეცათ წიგნები: მაია ახალკაცი, „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“; ნ. ბუაჩიძე, „საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე“, ქართულ და ინგლისურ ენებზე და სხვა მასალები.
სბმკ „ორქისის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აგრეთვე გამწვანების პირველი აქციის დროს დარგული ნერგების მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ნერგების 95% გახარებულია. სბმკ „ორქისი“ მადლობას უხდის ბ-ნ ნოდარ ხუციშვილს და მის თანამშრომლებს: ქ-ნ ეთერ დემეტრაშვილს, ბ-ნ ნოდარ ხინჩაგაშვილს, ბ-ნ გოგიტა კაციაშვილს, ბ-ნ ლევან ფაკალანძეს საქმისადმი ასეთი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებილებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სბმკ „ორქისმა“ გადაწყვიტა დაეხმაროს კასპელებს ტყე-პარკის მოწყობაშიც.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.