პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “ ინფორმაცია რუსთავისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული დარგვების შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ და სსიპ „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობიდან“ შესყიდული იქნა 1100 – მდე წიწვოვან ი და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები და 18-19 ივნისს განხორციელდა დარგვები რუსთავისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების მასწავლებლები, მოსახლეობა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. აქციის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და გადაეცათ წიგნები – „ ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“. მათ გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებსარასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.