პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 28 აპრილს , პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურების უფროსები, გამგებლის წარმომადგენლები წყალთბილის, სხვილისის, ჰამაჯის, ქ. ვალეს, საბელის, ელიაწმინდის, სვირის, ვერსის, წყრუთის, ანდრიაწმინდის, მინაძის, აგარის, კლდის, აწყურის, ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსის“ – ძირითადი ასპექტები; სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) – ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.