საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. ზუგდიდისა და ქ. ფოთის მერიებში, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. ზუგდიდისა და ქ. ფოთის მერიებში, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 29.09-05.10 პერიოდში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ქ. ზუგდიდისა და ქ. ფოთის მერიებში, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ ქ. ზუგდიდისა და ფოთის მერიების, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებ ა ადამიანის ჯანმრთელობაზე. გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნულ მერიებსა და მუნიციპალიტეტებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.