პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 28 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებ ა. გაიმართა მსჯელობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.