პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2013 წლის 1 ნოემბერს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზან ს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებუ – ლი გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებ ა. გაიმართა მსჯელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია , რაც ა დასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ანხორციელებსარასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.