2022 წლის 23 მაისსა და 9 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“, როგორც თავისი შეტანილი არაფულადი წვლილი, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებაში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, შიდა ქართლის რეგიონის სოფლების ხეობის, საციხურისა და ტკოცის საჯარო სკოლების თხოვნით, მოსწავლეებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე „ბიომრავალფეროვნება – მნიშვნელობა საფრთხეები, აღდგენისა და ცნობიერების ამაღლების ქმედებები“. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლების […]