შეხვედრა თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
2022 წლის 2 დეკემბერს თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „კახეთის მხარის ნაჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“, რომელიც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იყო ორგანიზებული. შეხვედრას ესწრებოდნენ: სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტები ქ-ნი ხათუნა ჩიკვილაძე და ნუგზარ ბუაჩიძე, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) წარმომადგენლები, რომლებიც შედიან კახეთის მხარის ნერჩენების მართვის რეგიონულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფებში და ასევე ყველა მუნიციპალიტეტის მერიების იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სბმკ „ორქისი“-ს“ ექპერტებმა და სამუშაო ჯგუფის წვრებმა შეიმუშავეს „კახეთის მხარის ნაჩენების მართვის რეგიონული გეგმის“ საბოლოო ვერსია და წარუდგინეს ის მუნიციპალიტეტების მერიების იურიდიულ სამსახურებს შემდგომი ლეგიტიმაციისათვის. ამ გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ნარჩენების მართვის სფეროში.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარისათვის, ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე შეხვედრა ორგანიზებულია სბმკ „ორქისი“-ს მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.