საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა 2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამ პროცესისთვის საკვანძო ყველა დაინტერესებული ჯგუფი მონაწილეობდა. აღნიშნული ღონისძიება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), […]
2022 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ცირკულარობაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობას საქართველოში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუკა მიცკევიჩი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების […]