2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ში, საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ამ პროცესისთვის საკვანძო ყველა დაინტერესებული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. ეროვნული შეხვედრა ეწყობა ცირკულარობის […]