საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ავტომობილების რიცხვი და შესაბამისად მათგან გამოწვეული ზიანი ატმოსფერულ ჰაერზე, გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე მაღალია. ავტომობილების გარეშე დღის აღნიშვნის პირველი ნაბიჯები 1970-იან წლებიდან იღებს სათავეს, როგორც საწვავის კრიზისის დაძლევის საშუალება. 1990-იან წლებში სპეციალური ორგანიზაციაც კი გამოჩნდა, რომელმაც დაიწყო პირად […]