საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა
- Home
- საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა

2022 წლის 12 ივლისს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა, რომლის ამოცანაა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი) ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების სამუშაო ჯგუფის შეკრება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.








• ცირკულარ ეკონომიკაში საქონელი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მისი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ხმარებიდან ამოღების შემდეგ გათვალისწინებულია მათ დასამზადებლად მოხმარებული მასალების მეორადი გამოყენება. მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების ახალ ციკლი გაიაროს.
• ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს. აღნიშნული მოითხოვს მთელი სისტემის მხარდაჭერას, დაწყებული ტექნოლოგიებითა თუ ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ღირებულებათა ჯაჭვის რგოლებსა თუ სხვადასხვა ჯაჭვებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საბაზრო სტრუქტურით, ასევე მმართველობის ფორმითა და რეგულაციებით, რომლებიც კომპანიებს წაახალისებს ცირკულარული მიდგომები სოციალურ ნორმად აქციონ, რის შედეგადაც საზოგადობა ცირკულარულ წარმოება-მოხმარებას მიანიჭებს უპირატესობას.
• საქართველო ახლახან ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რომელთა მიზანია მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება. ეს მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებსა და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება.

ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისის“ ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით.