2022 წლის 29 ივნისს, ქ. თელავში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კახეთის მხარისათვის შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის წარდგენის მიზნით. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იყო ორგანიზებული. შეხვედრა […]