ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, რაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საჭიროება და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა, გარემოს დასაცავად – ადამიანისვე საკეთილდღეოდ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საფუძველი 1972 წელს, სტოკჰოლმში, ადამიანის საარსებო გარემოსადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩაეყარა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, კონფერენციის პირველსავე დღეს, ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების […]