2022 წლის 6 აპრილს ქ. კასპში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხოვლე, ქვემო გომი და კალოუბანი) საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით ჩატარდა გამწვანების აქციები 50-ზე მეტ ლოკაციაზე, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა შემდეგი ნერგები: კავკასიური ფიჭვი- 75, აკაკის ხე – 15, მინდვრის […]