2022 წლის 1 მარტს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია თემაზე „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და […]