შვედეთის დაფინანსებით, წყლის რესურსების დაცვაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს რომლებიც პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები აღრიცხავენ, ასუფთავებენ და ბიორემედიაციას უტარებენ უკანონო ნაგავსაყრელებს, რომლებიც ხშირად მდინარეთა ნაპირებზე და ჭალებში მდებარეობს. ეს საქმიანობა ხელს უწყობს წყლის ეკოსისტემების დაბინძურების შემცირებას, გაჯანსაღებას და მათი […]