პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში 2021 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეხუთე კონფერენცია თემაზე – პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები; კერძოდ საქართველოს პარლამენტის გარემოსა […]