საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ აქვს პატივი წარმოგიდგინოთ „ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო პოლიტიკის შემქმნელებისა და პროექტების განმახორციელებლებისათვის“.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ აქვს პატივი წარმოგიდგინოთ „ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო პოლიტიკის შემქმნელებისა და პროექტების განმახორციელებლებისათვის“.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ აქვს პატივი წარმოგიდგინოთ „ცირკულარული ეკონომიკის სახელმძღვანელო პოლიტიკის შემქმნელებისა და პროექტების განმახორციელებლებისათვის“.
სახელმძღვანელოს ავტორია დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დონეზე მოქმედი პოლიტიკის შემქმნელებბისა და პროექტების განმახცორციელებლებისათვის. მისი მიზანია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისათვის აუცილებელი სხვადასხვა პოლიტიკური ასპექტების, ასევე სამთავრობო უწყებებისათვის საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის წინასწარი ანალიზი. მასში მოცემულია დაინტერესებულ მხარეთა სხვადსხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის საფინანსო და არასაფინანსო პოლიტიკის შემქმნელებისათვის და პროექტების განმახორციელებლებისათვის განკუთვნილი რეკომენდაციები ღონისძიებების თაობაზე რომლებიც ცირკულარობაზე გადასვლას დააჩქარებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს რომლებიც ეხება: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესებას და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებას, წინაღობების მოხსნას და ძირითადი სფეროების გამოვლენას, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს. სახელძღვანელოში წარმოდგენილია მაგალითები წარმატებული დარგობრივი და ეროვნული პოლიტიკის ღონისძიებებისა, რომლებიც ხელს უწყობს ცირკულარულ ეკონომიკას; ამას გარდა, მითითებულია ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე უახლესი ინფორმაციის წყაროები.
მოცემული სახელძღვანელო მომზადდა ცირკულარული ეკონომიკის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდამჭერით ახორციელებს. ეს პროგრამა საქართველოსათვის ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლის საფუძველს ქმნის. ამას გარდა, მას არსებითი წვლილი შეაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში.