საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ამზადებს კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმას, რაც გულისხმობს კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავებას კახეთის მხარისათვის, ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი […]
მგვარი მოწოდებები ვრცელდება მსოფლიო თანასაზოგადოებაში, კლიმატის გლობალური ცვლილების საფრთხესთან ბრძოლისათვის საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობის გასააქტიურებლად. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს (ეს ღონისძიება 31 ოქტომბერს აიღებს სტარტს), სადაც მხარეები – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, ასევე სამეცნიერო, თუ არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი საკითხებზე მსჯელობისა და მათი […]
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ბოლო წლების განმავლობაში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ანხორციელებს საველე კვლევებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მდებარეობს ის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას ისეთი ტოკსიკური ელემენტებით, როგორებიცაა – Pb, Gd, Cu და Zn […]