2021 წლის 1 ივლისს თბილისში გაიმართა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა
2021 წლის 1 ივლის თბილისში გაიმართა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის ერთად შეკრება, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ასპექტებისა და გამოწვევების, ასევე ცირკულარული ეკონომიკის შეფასებისა და ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებისათვის შერჩეული მეთოდოლოგიური მიდგომის განსახილველად.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბ-მა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა და შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა.
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვება გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობის და ცირკულარული ეკონომიკის სფეროებში საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, EBRD-ის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.