2021 წლის 29 ივნისს გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია, ამჯერად ფინანსური სექტორისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში. კონფერენცია ტარდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]