ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. საქართველოში კი 1999 წლიდან – გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციასთან მიერთების შემდეგ აღინიშნება. დღეისათვის გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და საფრთხეს მრავალ ადამიანს უქმნის. სულ უფრო მზარდია ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეული ზარალი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გაუდაბნოება ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, მრავალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის […]